რონალდო: "ოქროს ბურთს" მესის გადავცემდი, საუკეთესო მწვრთნელის წოდებას კი მოურინიოს"
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ, საკუთარი აზრი დააფიქსირა და განაცხადა, რომ "ოქროს ბურთი - ფიფა 2012" კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელ თავდამსხმელს ლიონელ მესის ეკუთვნის, წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებას კი პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო იმსახურებს.
"ჩემს დროს, "ოქროს ბურთზე" კონკურენცია გაცილებით უფრო დიდი იყო ვიდრე დღეს. ახლა ბრძოლა მხოლოდ მესისა და რონალდუს შორის მიმდინარეობს და სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე წელი ასე იქნება. ჩემს დროს, კი იყო ზიდანი, რივალდო, ფიგუ და ცოტახნის შემდეგ რონალდინიოც ... კონკურენცია კი საკმაოდ მაღალი იყო.
რაც შეეხება მოახლოვებულ გამოკითხვას, ჩემი ხმა მესის ეკუთვნის. ისი არამარტო გოლებს იტანს, არამედ ბევრი გამარჯვება მოაქვს საკუთარი გუნდისთვის, რა თქმა უნდა ფეხბურთისთვისაც განსაკუთრებული ჯადოქარია. რონალდუ ძალიან ტექნიკური და პრაგმატულია, მაგრამ მესი გაცილებით უფრო ხშირად აკეთებს ყველაფერს არაჩვეულებრივად.
რაც შეეხება საუკეთესო მწვრთნელის წოდებას, მე მას მოურინიოს გადავცემდი. მე ვიცნობ საფეხბურთო სამყაროს და შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ის მიიღებს ხსენებულ ჯილდოს." - განუცხადა რონალდომ ფიფას ოფიციალურ საიტს.
შეგახსენებთ, რომ გამარჯვებულთა ვინაობა 2013 წლის 7 იანვარს გახდება ცნობილი, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]