ჰალკი: "ოქროს ბურთს" მესის გადავცემდი, წლის მწვრთნელის წოდებას - დი მატეოს"

ჰალკი: "ოქროს ბურთს" მესის გადავცემდი, წლის მწვრთნელის წოდებას - დი მატეოს"

სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ჰალკმა განაცხადა, რომ "ოქროს ბურთი ფიფა - 2012" არგენტინელ თავდამსხმელს და კატალონიის "ბარსელონას" შემტევს ლიონელ მესის უნდა გადაეცეს, ხოლო წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო კი იტალიელ რობერტო დი მატეოს. 

 

"მესი - საუკეთესოა. რონალდუც ძალიან ბევრ გოლს იტანს და ასევე გადამწყვეტ როლს თამაშობს საკუთარი გუნდისთვის, მაგრამ მე ხმას მესის მივცემდი. რაც შეეხება წლის მწვრთნელს, აქ ჩემი არჩევანი - რობერტო დი მატეოა. იგი "ჩელსის" სეზონის მიწურულს ჩაუდგა სათავეში, დაამარცხა "ბარსელონა" და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა." - ციტირებს ჰალკის სიტყვებს პორტუგალიური ინტერნეტ-გამოცემა. 

 

შეგახსნებთ, რომ გამარჯვებულთა ვინაობა 2013 წლის 7 იანვარს გახდება ცნობილი, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.