აფელაი: "ჩემი მიზანი "ბარსელონაში" დაბრუნებაა"
გერმანული "შალკეს" ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, 26 წლის იბრაჰიმ აფელაიმ განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის კატალონიურ კლუბში დაბრუნებას.
"ჩემი მთავარი მიზანი - "ბარსელონაში" დაბრუნებაა. მთავარი ის არის, რომ არ მივიღო ტრავმები, შევინარჩუნო ფორმა და სიამოვნება მივიღო ფეხბურთით.
მე ისევე, როგორც ძველებურად ახლაც მაქვს კონტაქტი ჩავისთან და ინიესტასთან. ესენი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელები არიან, ისინი საოცრად მოქმედებენ მოედანზე" - ციტირებს აფელაის სიტყვებს Onsoranje.
შეგახსენებთ, რომ აფელაი "შალკეს" რიგებში 2012/2013 წლის სეზონის დასრულებამდე ითამაშებს. მთავარ უფლებებს ფეხბურთელზე "ბარსელონა" ფლობს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]