მესიმ პელეს რეკორდიც დაამხო
კატალონიის "ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერმა 25 წლის ლიონელ მესიმ, რომელსაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ შვილი შეეძინა, პრიმერა დივიზიონის მე-11 ტურში "მალიორკასთან" დუბლი გაიფორმა.
არგენტინელმა დღეს 75-ე და 76-ე გოლები გაიტანა ერთ კალენდარულ წელში, ამ სტატისტიკით მან დაამხო ლეგენდარული ბრაზილიელის პელეს რეკორდი, რომელსაც ეს მიღწევა 1958 წელს ჰქონდა პელემ იმ დროს 75 გოლის გატანა მოახერხა.
ერთი კალენდარული წლით გატანილი გოლების რაოდენობით ლიდერი ამჟამად მხოლოდ გერდ მიულერია, რომელმაც 1972 წელს სულ 85 გოლი გაიტანა.
მიმდინარე წელი ჯერ არ დასრულებულა, ასე რომ მესის ჯერ კიდევ აქვს შანსი მიულერის რეკორდიც დაამხოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]