2012 წელს მესის 90 გოლი დაუგროვდა

2012 წელს მესის 90 გოლი დაუგროვდა

 

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლეო მესიმ პრიმერა დივიზიონის მე–16 ტურში, მადრიდის "ატლეტიკოსთან" (4:1) მორიგი დუბლი შეასრულა.

 

გოლები, რომლებიც არგენტინელმა 57–ე და 88–ე წუთებზე გაიტანა 2012 კალენდარულ წელს 89–ე და 90–ე იყო. გასულ კვირას ლეომ ლეგენდარული გერს მიულერის რეკორდი დაამხო, რომელმაც 1972 წელს 85 გოლის გატანა მოახერხა.

 

მიმდინარე წელს ლეო მესის კიდევ ერთი შეხვედრის ჩატარება მოუწევს. 22 დეკემბერს კატალონიელები პრიმერას მე–17 ტურის შეხვედრაში სტუმრად "ვალიადოლიდს" დაუპირისპირდებიან.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.