ფონტენი: "მესის და რონალდუს ნაკრებში არ ჰყავთ ისეთი კლასიკური პარტნიორები, როგორიც კლუბში"
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ექს-თავდამსხმელმა ჟიუსტ ფონტენმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა "ბარსელონას" არგენტინელი ვარკსვლავის ლიონელ მესის მისამართით. იტყობინება ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ ფონტენი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში უდიდესი და განუმეორებელი რეკორდის ავტორია ერთ მსოფლიო ტურნირზე. მან 1958 წლის მუნდიალზე მეტოქის კარში 13 გოლის გატანა მოახერხა.
"მესი - ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია ის მიღწევა გაიმეოროს, მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მე შევძელი. რაც შეეხება მესისა და კრიშტიანუ რონალდუს თამაშზე, პორტუგალიისა და არგენტინის ნაკრებში, იქ ისინი ვერ ახდენენ ისეთი თამაშის დემონსტრირებას, როგორსაც ისინი კლუბში ახერხებენ. ეს ყველაფერი იმასთან არის დაკავშირებული, რომ მათ ნაკრებში არ ჰყავთ ისეთი კლასიკური პარტნიორები, როგორებიც თავიანთ კლუბებში." - დაასრულა ფონტენმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]