აგუეროს საჩუქარი ტიაგო მესის
არგენტინის ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელმა, ლეო მესის კარგმა მეგობარმა კუნ აგუერომ ტიაგო მესის საჩუქარი გადასცა.
როდესაც ტიაგო დაიბადა, კუნმა ტვიტერის საშუალებით მიულოცა ლეოს და ტიაგოს არგენტინის მაისურს და შორტებს შეპირდა.
"კეთილი იყოს შენი მობრძნაბე ტიაგო!!!.. ერთი რაღაც: მე შენ გაჩუქებ არგენტინის მაისურს. გილოცავ ლეო!!!"
ამჟამად ფეხბურთელები სანაკრებო ბატალიებზე იმყოფებიან, კუნმა კი დანაპირები აასრულა და ტიაგოს პატარა მაისური აჩუქა.
კუნმა ეს საკუთარ გულშემატკივრებს ასევე ტვიტერის საშუალებით ამცნო: " პირობა შესრულებულია."
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]