პედრო: "მატჩი "სპარტაკთან" ადვილი არ იქნება"

პედრო: "მატჩი "სპარტაკთან" ადვილი არ იქნება"

 

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, პედრო როდრიგესმა საკუთარი აზრი დააფიქსირა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ, სადაც "ბარსელონა" მოსკოვის "სპარტაკს" დაუპირისპირდება.

 

"ვთვლი, რომ "სპარტაკი" ღირსეული გუნდია. მათ ახასიათებთ ორგანიზებული თამაში, სწრაფი კონტრშეტევა და გუნდში ბევრი მაღალი დონის მოთამაშე იმყოფება. არ დავმალავ, ის სახიფათო მეტოქეა. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ მოსკოველებს სატურნირო ცხრილში წინ წავლის შანსი აქვთ, მაშინ ადვილი თამაში არ გველის.

 

ჩვენ ხელოვნურ საფარზე თამაშს მიჩვეულები არ ვართ და მინუსში თამაში ასევე დიდი გამოცდაა. თეორიულად მეტეოროლოგიური პირობები მეტოქის სასარგებლოდ მოქმედებს, მაგრამ ჩვენი დავალებაა შევეჩვიოთ ნებისმიერ გარემოს და დავძლიოთ ის.

 

როგორც პეპს, ასევე ტიტოს გასაგები იდეები აქვს ფეხბურთის კონცეფციასთან, რომელსაც ის პრაქტიკაში იყენებს. ისინი როგორც პიროვნებები განსხვავებულები არიან, თუმცა ფეხბურთის ერთნაირი გაგება აქვთ. სამწუხაროდ ბოლო დროს გვარდიოლასთან საუბრის საშუალება არ მომეცა, თუმცა მომავალში აუცილებლად მოვინახულებ მას" – განაცხადა პედრომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.