გუნდმა მზადება დაიწყო

გუნდმა მზადება დაიწყო

 

ტიტო ვილანოვამ დღეს "სარაგოსასთან" მატჩისთვის გუნდის მომზადება დაიწყო. ის ფეხბურთელები, რომლებიც სამაკრებო შეხვედრებში მონაწილეობდნენ მოედანზე მსუბუქად იტვირთებოდნენ, ხოლო ლეო მესი და დავიდ ვილია დარბაზში ვარჯიშობდნენ. დანი ალვესმა დროზე ჩამოსვლა ვერ მოასწრო, ამიტომაც ის გუნდთან ერთად ვარჯიშს ხვალ განაახლებს, დღეს კი დარბაზში დაიტვირთა.

 

"სიუტატ ესპორტივაზე" გამართულ სესიაში მონაწილეობას ღებულობდნენ ტელიო, რაფინია, სერხი გომესი და ბანუსი. ტრავმირებულები ადრიანო კორეია და ტიაგო ალკანტარა მოედანზე, თაბაგუნდელებისგან განცალკევებით იტვირთებოდნენ.

 

გუნდი მომავალ სავარჯიშო სესია ხვალ გამართავს. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ტიტო ვილანოვა პრეს–კონფერენციას გამართავს. 

 

სურათები:

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.