მომავალი სეზონიდან გუნდის სატიტულო სპონსორი "Qatar Airways" იქნება

მომავალი სეზონიდან გუნდის სატიტულო სპონსორი "Qatar Airways" იქნება

 

შემდეგ სეზონიდან 2 წლის განმავლობაში "ბარსელონას" სატიტულო სპონსორი "Qatar Airways" იქნება, ამის შესახებ კატალონიელთან ოფიციალური საიტი გვაცნობს.

 

"Qatar Airways" კატალონიური გუნდის მაისურზე ჩაანცვლებს ინვესტიციურ–საქველმოქმედო ფონდის, "Qatar Foundation"–ის ლოგოს. პირველი კომპანია სრულად სახელმწიფოს ეკუთვნის, ხოლო მეორე ნაწილობრივ იმყოფება სახელმწიფოს დაქვემდებარებაში.

 

"ბარსელონასა" და "Qatar Foundation"–ს შორის 2010 წელს გაფორმებულ კონტრაქტში გათვალისწინებული იყო, რომ 3 სეზონის შემდეგ მაისურზე ასეთი ცვლილება მომხდარიყო.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.