"ბეტისი" – "ბარსელონა". 9 დეკემბერს, 21 საათზე

"ბეტისი" – "ბარსელონა". 9 დეკემბერს, 21 საათზე

 

პარასკევს ლა ლიგის მე–15 ტურის მატჩების ჩატარების განრიგი გახდა ცნობილი. "ბეტისისა" და "ბარსელონას" შეხვედრა 9 დეკემბერს, 21 საათზე გაიმართება. შეხვედრა "ბარსელონასა" და "ბენფიკას" მატჩიდან (ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის ბოლო მატჩი) 4 დღის შემდეგ ჩატარდება. ამ შეხვედრის შემდეგ კი "ბარსელონას" პრიმერას მეორე ადგილზე მყოფ მადრიდის "ატლეტიკოსთან" მოუწევს დაპირისპირება.

 

"ბარსა ბ" 8 დეკემბერს "მინიესტადიზე" ითამაშებს

 

დღეს ასევე სეგუნდა დივიოზინის შეხვედრების განრიგი გახდა ცნობილი. "ბარსა ბ" შაბათს, 8 დეკემბერს შეხვდება "ელჩეს". მატჩი "მინიესტადიზე" გაიმართება. შეხვედრა 21 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ელჩე" ერთპიროვნულად ლიდერობს სეგუნდა დივიზიონს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.