"ბარსელონა" – "სარაგოსა". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

"ბარსელონა" – "სარაგოსა". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

 

ანდრეს ინიესტა: "ჩემი დარტყმის შემდეგ გოლის გასვლისთვის რამდენიმე სანტიმეტრი დამაკლდა. ზოგჯერ ასე ხდება. მეტოქემ ბევრი გვარბენინა, მათ სურდათ ბურთის გაკონტროლება. ფეხბურთი ორ გუნდის დაპირისპირებაა, ამიტომ ჩვენი მეტოქე სათამაშოდ ჩამოვიდა. ჩვენ უნდა გამოვასწოროთ შეცდომები, რათა გოლები აღარ გავუშვათ, თუმცა ეს გამოსწორებადია. ლეო უნიკალურია. ვიმედოვნებ, რომ ის ასეთ თამაშს გააგრძელებს".

 

მარტინ მონტოია: "დიდი პატივი იყო "ნოუ კამპზე" თამაში, თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი გუნდთან და გულშემატკივრებთან ერთად. მეტოქეს ნახევარდაცვაში კარგი მოთამაშეები ჰყავს, ამიტომ მათ რამდენიმე ეპიზოდში ძალიან კარგად ითამაშეს. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ ჩვენ სწრაფად მოვახერხეთ რეაგირება. სამშაბათს ჩვენ რთული შეხვედრა გველოდება. მოედანი ხელოვნურსაფარიანია, ასევე მოსკოვში ძალიან ცივა. ჩვენ თუ კარგად ვითამაშებთ მოგების შანსი გვექნება".

 

მარკ ბარტრა: "მოხარული ვარ გამარჯვების და სათამაშო დროის მიღების გამო. თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თანაგუნდელებთან ერთად. ძალიან დიდხანს ვიბრძოდი, რაათა აქ ვყოფილიყავი და ძალიან მიხარია. ის რომ მესი ბევრ რეკორდებს ამხობს გუნდისთვის კარგია, ეს ნიშნავს, რომ მომავალში ჩვენ დაგვიმახსოვრებენ. მატჩის ყველაზე პოზიტიური მომენტი 3 ქულის აღებაა".

 

პედრო როდრიგესი: "მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა და მაღალი დონის თამაში აჩვენა. საერთო ჯამში კი მივიჩნევ, რომ ჩვენ უკეთ გამოვიყურებოდით და დავიმსახურეთ მორიგი 3 ქულა".

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.