”ალავესი” - ”ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

”ალავესი” - ”ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

 

დავიდ ვილია: ”ფორმას ვუბრუნდები და ეს ჩემთვის ნამდვილად კარგია. მოედანზე თავს კომფორტულად ვგრძნობ. მე მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობ, სეზონის განმავლობაში უამრავი შეხვედრის ჩატარება გვიწევს, მე მწვრთნელის განკარგულებაში ვარ. ყველა ფეხბურთელის მსგავსად რაც შეიძლება მეტ შეხვედრაში მსურს მონაწილეობის მიღება, წინ შაბათის მატჩი გველოდება”.

 

მარკ ბარტრა: ”ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და კარგ შედეგს მივაღწიეთ, განმეორებით შეხვედრაში ძალებს არ დავიშურებთ. ეს რაუნდი არ დასრულებულა, თუმცა უკვე შემდეგ ეტაპზე ვფიქრობთ. ”ალავესს” კარგი გუნდი და მწვრთნელი ყავს, ისინი სერიოზული მეტოქეები არიან და კარგი დაცვა ყავთ. ბურთს სწრაფად ვათამაშებდით და გოლის გატანას ძლიერ ვცდილობდით. მოხარული ვარ, რადგან გოლი არ გავუშვით. როდესაც შენ მუშაობ და მოგეცემა შანსი, თუკი ამ შანსს გამოიყენებ თამაშს გააგრძელებ. გუნდი ბოლომდე იხარჯება და ამიტომ ვახერხებთ უამრავ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებას. ვიცოდით, რომ ამ მატჩზე მოტივირება რთული იქნებოდა, თუმცა შევძელით”.

 

სესკ ფაბრეგასი: ”ვიცოდით, რომ თუ სერიოზულად არ დავიწყებდით შეხვედრას ყველაფერი გართულდებოდა. გუნდმა დიდებული შეხვედრა ჩაატარა. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. როცა ”არსენალში” ვთამაშობდი ვხედავდი, რომ აქ ტალანტები იყვნენ, პატივია მათთან ერთად თამაში. კვლავ მსურს ამის განცდა და ამ ფეხბურთელებთან ერთად თამაში”.

 

ხოსე მანუელ პინტო: ”მოხარული ვარ, რომ მწვრთნელმა მოედანზე ძლიერი შემადგენლობა დააყენა, მე ყოველთვის მზად ვარ სათამაშოდ. ფეხბურთელები მსაჯის საფინალო სასტვენამდე კონცენტრირებულები არიან. ეს გუნდი გაოცებას არასდროს აჩერებს. მას შემდეგ რაც აქ ვარ მათ მუდამ სურთ გამარჯვებები და ტიტულები. ბარტრა ნელ-ნელა ძლიერდება, მოედანზე თავს კომფორტულად გრძნობს და საერთო ჯამში კარგი შეხვედრა ჩაატარა. მის შესაცნობად კიდევ მჭირდება დრო, თუმცა ის გუნდს ბევრს შემატებს”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.