"ბარსელონა" – "სარაგოსა". ტიტო ვილანოვა მატჩის შემდეგ

"ბარსელონა" – "სარაგოსა". ტიტო ვილანოვა მატჩის შემდეგ

 

ოთხშაბათს ტიტო ვილანოვას გუნდის უამრავი წევრი სანაკრებო შეხვედრებზე იყო გამოძახებული, თუმცა გუნდმა "სარაგოსასთან" მორიგი 3 ქულის აღება მოახერხა. მანოლო ხიმენესმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "მათ გაიმარჯვეს, რადგან გუნდში ლეო მესი ჰყავთ". ტიტო ვილანოვამ ამაზე პასუხი არ დააყოვნა: "ლეო ძალიან კარგია, თუმცა ჩვენ ყველა ფეხბურთელი გვჭირდება, რათა გავიმარჯვოთ. თამაშის მარტო მოგება შეუძლებელია".

 

მწვრთნელმა "ნოუ კამპზე" ჩატარებული მატჩის შემდეგ მეტოქე გუნდი შეაქო: "ეს არის გუნდი, რომელსაც ფეხბურთის თამაში სურდა. ჩვენთან სულ უფრო და უფრო მეტი გუნდი იკეტება საკუთარ საჯარიმოში, მათ კი 3 ქულისთვის იბრძოლეს და ყრუ დაცვაში არ თამაშობდნენ".

 

პუიოლის შეცვლა

 

ვილანოვამ ასევე ახსნა, თუ რატომ შეცვალა მეორე ტაიმში კარლეს პუიოლი: "მე მინდოდა ჟორდი ალბასთვის მიმეცა დასვენების საშუალება, თუმცა მან გვითხრა, რომ თამაშისთვის ბოლომდე მზად იყო. ამის გამო კარლესის დასვენება გადავწყვიტეთ. მას დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა ნათამაშები, გუნდს ცენტრალური დაცვის ზონაში ტრავმების გამო სერიოზული დანაკლისები ჰქონდა".

 

მწვრთნელს დაცვის ცენტრში პიკე–პუიოლის წყვილის დაბრუნებაზეც დაუსვეს შეკითხვა: "ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ორივე მათგანი დაბრუნდა. ეს ასევე საშუალებას გვაძლევს, რომ ხავიერ მასკერანოს მივცეთ დასვენების საშუალება. ისინი აღიდგენენ ფორმას და დროთა განმავლობაში მათი თამაშის დონე გაუმჯობესდება".

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.