მარკ ბარტრა 15–20 დღეს იუქმებს

მარკ ბარტრა 15–20 დღეს იუქმებს

 

კვლავ ძალიან ცუდი სიახლე "ბარსელონას" დაცვის ხაზისთვის. დღეს დილით "სიუტატ ესპორტივაზე" გამართულ ვარჯიშზე მარკ ბარტრამ მარჯვენა მუხლის მყესები დაიზიანა, რის გამო 15–20 დღეს იუქმებს. ის გუნდს ვერ დაეხმარება მოსკოვში გასამართ შეხვედრაში და უახლოეს 5 შეხვედრაში.

 

მარკ ბარტრამ მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაში, გლაზგოს "სელტიკთან" ჩაატარა. მას შემდეგ ფეხბურთელს რამდენჯერმე მიეცა თავის გამოჩენის საშუალება, მათ შორის გუშინდელ შეხვედრაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.