პუიოლი: "იდაყვის ამოვარდნა - ყველაზე მძიმე ტრავმაა ჩემს კარიერაში"
კატალონიის "ბარსელონას" 34 წლის მცველმა კარლეს პუიოლმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ გამოჯანმრთელდა ოქტომბრის დასაწყისში მიღებული ტრავმის შემდეგ.
ფეხბურთელმა, იდაყვი პორტუგალიურ "ბენფიკასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში ამოიგდო ცუდად დაცემის შემდეგ.
"ეს ტრავმა ჩემს კარიერაში ყველაზე მძიმე იყო. ძალიან მტკივნეული იყო. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ყველაფერი ასე მოხდებოდა. ამავდროულად რეაბილიტაციის პროცესმაც ძალიან სწრაფად ჩაიარა ვიდრე დაგეგმილი იყო.
საერთოდ მე ყოველთვის ვცდილობ არანაირ პროგნოზებს არ მივაქციო ყურადღება, უბრალოდ მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდე და მწყობრში ჩავდგე." - დაასრულა პუიოლმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]