ჟეზუში: "ბარსელონას" წინააღმდეგ "ბენფიკა" მხოლოდ გამარჯვებისთვის ითამაშებს"

ჟეზუში: "ბარსელონას" წინააღმდეგ "ბენფიკა" მხოლოდ გამარჯვებისთვის ითამაშებს"

პორტუგალიური "ბენფიკას" მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟ ჟეზუშმა, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში შოტლანდიური "სელტიკის" დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ ლიგის უკანასკნელ ტურში მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, იმისათვი რათა "ბარსელონა" დაამარცხოს. იტყობინება პორტუგალიური პრესა. 

 

გუშინდელ მატჩში "ბენფიკამ" საკუთარ მოედანზე "სელტიკი" 2:1 დაამარცხა. 

 

"ბარსელონას" წინააღმდეგ მატჩში, ისევე როგორც მუდამ ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ. ჩვენ სათამაშო სტილის ერთი ვარიანტი გვაქვს, კატალონიელების წინააღმდეგ და შეცვლას არ ვაპირებთ. რა თქმა უნდა "ბარსელონა" მსოფლიოში საუკეთესო კლუბია. ამ გუნდის შემადგენლობაში ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ საკუთარ გუნდში, მათ გარეშე ეს გუნდი ძლიერი ვერ იქნებოდა. მაგრამ მიუხედავად, იმისა იქნება თუ არა მესი მოედანზე, "ბენფიკა" ყველა ვარიანტში მოედანზე მოსაგებად გავა." - დაასრულა ჟეზუშმა. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.