ჩავი: "ყველაზე მეტად კარიერის "ბარსელონაში" დასრულებაზე ვოცნებობ"
კატალონიის "ბარსელონას" 32 წლის ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებს და მედიას განუცხადა, რომ იმედოვნებს უახლოეს პერიოდში კონტრაქტის გახანგრძლივებას. იტყობინება ესპანური პრესა.
ფეხბურთელმა ინტერვიუში განაცხადა, რომ კარიერის დასრულება "ბლაუგრანაში" სურს.
"ვიმედოვნებ, რომ "ბარსელონას" შემადგენლობაში კიდევ წლების განმავლობაში ვითამაშებ. მე თავს ფიზიკურად მშვენივრად ვგრძნობ და სრულიად განთავისუფლებული ვარ ტრავმებისაგან. "ბარსა" ძალებს არ იშურებს, რათა მე დავრჩე, მეც სწორედ ამის მომხრე ვარ. ყველაზე მეტად ვოცნებობ, რომ ჩემი კარიერა სწორედ "ბარსელონაში" დავასრულო, ასევე ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში კლუბთან კონტრაქტს გავახანგრძლივებ." - განაცხადა ჩავიმ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]