მესი: "გვარდიოლა მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტია"
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ, ყოფილ დამრიგებელზე ხოსეპ გვარდიოლაზე ისაუბრა. იტყობინება ესპანური პრესა.
მესი დარწმუნებულია, რომ გვარდიოლა სამწვრთნელო კარიერაში წარმატებებს კიდევ მიაღწევს.
"სადაც მომავალში გვარდიოლა იმუშავებს მე დარწმუნებული ვარ, რომ ის წარმატებებს აუცილებლად მიაღწევს. ის საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში." - განაცხადა მესიმ.
არგენტინელმა ასევე საკუთარ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე "ბარსელონაში" ასეთი კომენტარი გააკეთა: "მე ეს საკითხი საერთოდ არ მაწუხებს. ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი პრობლემები არ არსებობს." - განაცხადა მესიმ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]