კრუიფი: "ბარსელონას" არ აქვს სანერვიულო "რეალზე"

კრუიფი: "ბარსელონას" არ აქვს სანერვიულო "რეალზე"

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა ლეგენდარულმა იოჰან კრუიფმა განაცხადა, რომ გუნდის ფეხბურთელებს არანაირი სანერვიულო არ აქვთ "რეალის" შედეგებზე. იტყობინება ესპანური პრესა. 

 

კრუიფი დარწმუნებულია, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ყველაფერი რიგზე აქვთ. 

 

"მე ვფიქრობ, რომ "ბარსელონამ" არ უნდა ინერვიულოს "რეალზე" და მის გამოსვლაზე. რატომ უნდა შეწუხდნენ ისინი მეტოქე გუნდის ნაჩვენებ შედეგებზე, თუ მათ მეტოქესთან 8 ქულიანი უპირატესობა აქვტ ?." - განაცხადა კრუიფმა. 

 

შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი იოჰან კრუიფმა საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე განაცხადა სახელწოდებით "ფეხბურთი. ჩემი ფილოსოფია". წიგნის პრეზენტაციის ცერემონიას ესწრებოდა "ბარსელონას" ექს-პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა. 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.