მესი: "ჩემპიონთა ლიგის მოგება გამოწვევაა"

მესი: "ჩემპიონთა ლიგის მოგება გამოწვევაა"

 

"მე მიყვარს ვარჯიში, თამაში და გამარჯვება, ვარჯიშებზეც კი. ასეთი ვარ ბავშვობიდან და ვფიქრობ, რომ არ შევიცვლები, რადგან ეს ცხოვრების ჩემი სტილია" – აღნიშნა მესიმ. მესიმ ასევე ჩემპიონთა ლიგის "დიდ გამოწვევაზე" ისაუბრა. "ეს ყველაზე რთული ტურნირია, სადაც საუკეთესო გუნდები ასპარეზობენ. ის უდიდესს სიამოვნებას გვანიჭებს. ჩვენ ვიშრომებთ, რათა გავიმარჯვოთ".

 

თანაგუნდელების მნიშვნელობა

 

ყოველ წელს მესი უფრო მეტ პირად ჯილდოს იგებს. ამაში ის თანაგუნდელების დიდ მნიშვნელობას ხედავს: "ისინი ძალიან ბევრს ნიშნავენ. ჩემთვის ნათელია, რომ მათ გარეშე ამას ვერ მივაღწევდი. მათ გარეშე ვერ მოვიგებდი "ოქროს ბუცსს". მე დამოკიდებული ვარ პარტნიორებზე, რაც შეეხება გატანილ გოლებს".

 

მესიმ აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუკი მის თანაგუნდელი "ოქროს ბურთს" მოიგებს: "მათ ეს დაიმსახურეს" – განაცხადა მესიმ ეს მანამ, სანამ იტყოდა, რომ "საკუთარ თავს გამოკითხვაში ხმას არასდროს მივცემ".

 

რაც შეეხება მის მიზნებს, ლეომ თქვა: "სრულყოფილებისკენ სწრაფვა და იმის განმეორება, რაც უკვე მიღწეულია. მიყვარს ყველაფრისთვის ბრძოლა, განსაკუთრებით იმ სფეროში, სადაც ვმოღვაწეობ".

 

ლეომ კრიშტიანუ რონალდუსთან მის შედარებებზე ისაუბრა: "მე არ ვცდილობ მასთან შეჯიბრს, ჩემი სურვილი რაც შეიძლება უკეთ თამაშია "ბარსაში" და არგენტინის ნაკრებში. არც მე და არც ის ერთმანეთს არ ვეჯიბრებით". დავიდ ვილიასთან ურთიერთობაზე ლეომ აღნიშნა: "სათქმელი არაფერი მაქვს. მე ასახსნელი არავისთვის არაფერი. დაე იფიქრონ ისე, როგორც სურთ".

 

"ჩემი კონტრაქტი არ მაღელვებს"

 

კონტრაქტის გახანგრძლივების და პირობების გაუმჯობესების შესახებ არგენტინელმა აღნიშნა, რომ დიდად არ ღელავს: "ჩემი კონტრაქტი არ მაღელვებს. ამის შესახებ უკვე არაერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ. ჩემთვის სრულად გასაგებია, თუ რა მსურს და პრობლემები არ მაქვს". თუმცა ლეოს სურს, რომ სეზონის ბოლოს კონტრაქტი პინტომ გაახანგრძლივოს: "ის ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია. როდესაც მას სათამაშო დრო ეძლევა ძალიან მაღალ დონეზე ასპარეზობს. როცა არ თამაშობს, მაშინ მხარს ძალიან გვიჭერს სათადარიგო სკამიდან. ძალიან მსურს, რომ ის გუნდში დარჩეს".

 

ლეო მოხარულია იმით, რომ "სპარტაკთან" შეხვედრაში გუნდმა გოლი არ გაუშვა. მესიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად შემდეგ ეტაპზე გასვლისა გუნდი ჯგუფის ბოლო შეხვედრას სერიოზულად მოეკიდება და მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

 

არგენტინელმა ასევე საქებარი სიტყვებით ისაუბრა ყოფილ თავკაცზე, ხოსეპ გვარდიოლაზე: "სადაც არ უნდა წავიდეს მას ყოველთვის კარგად გამოუვა საქმე. მე ვფიქრობ, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია".

 

საქველმოქმედო აქციები

 

"EA Sports", რომელმაც ეს პრეს–კონფერენცია მოაწყო ლეო მესის ფონდთან თანამშრობლობს. ამ დღეს ფეხბურთელს კომპანიამ 250 ათასი ევრო გადასცა, რომელიც არგენტინელმა ქველმოქმედებისთვის გაიღო.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.