"ბარსელონა" კვლავ ინტერესდება ჯექსონ მარტინესით
"პორტუს" თავდამსხმელი, ჯექსონ მარტინესი კვლავ იპყრობს "ბარსელონას" ყურადღებას. "A Bola"–ს ცნობით "ბარსელონას" სკაუტი კულომბიის ნაკრების 26 წლის ფეხბურთელს ოთხშბაათს აკვირდებოდა, როცა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში "პორტუ" ზაგრების "დინამოს" (3:0) ეთამაშებოდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში პორტუგალიულმა კლუბმა მარტინესი 9 მილიონ ევროდ მექსიკური "ხაგუარესადან" შეიძინა. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა კონტრაქტში ჩადებული პუნქტის მიხედვით 40 მილიონ ევროს შეადგენს.
პორტუგალიის მიმდინარე ჩემპიონატში ჯექსონ მარტინესმა 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილოება, სადაც 8 გოლის გატანა შეძლო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]