ადრიანომ და ტიაგომ "ბარსელონა ბ"–სთან ერთად ივარჯიშეს
მიუხედავად იმისა, რომ პირველი გუნდის წევრებს ტიტო ვილანოვამ 2 დღიანი დასვენების უფლება მისცა და "ლევანტესთან" მატჩისთვის მზადება შაბათსაა დაგეგმილი დღეს გუნდის რამდენიმე წევრმა მაინც ივარჯიშა. ადრიანო კორეია და ტიაგო ალკანტარა დღეს "სიუტატ ესპორტივას" მე–4 მოედანზე "ბარსელონა ბ"–ს ფეხბურთელებთან ერთად, სრული დატვირთით ვარჯიშობდნენ. ისინი აღდგენის ბოლო ეტაპზე არიან. მათ პირველი გუნდის ფიზიოთერაპევტები, პაკო სეირულ–ლო და აურელი ალტიმირა აკვირდებოდნენ.
აქტივობა არ შეჩერებულა
ტიაგოს და ადრიანოს მსგავსად დღეს დილით "სიუტატ ესპორტივაზე" დავიდ ვილია და ანდრეს ინიესტა გამოჩდნენ, რომლებმაც ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშეს. სოციალური ქსელების საშუალებით მათ გულშემატკივრებს ამის შესახებ ამცნეს.

ხუთშაბათს ისააკ კუენკამ და მარკ მუნიესამ ასევე სოციალური ქსელების საშუალებით აცნეს გულშემატკივრებს, რომ "ლა მოლას" პარკში სპეციალური პროგრამით ივარჯიშეს. ასევე დღეს დილით დარბაზში ვარჯიშობდა ხოსე მანუელ პინტომ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]