ბრაზილიის მედიას გვარდიოლა უნდა
სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ ბრაზილის ფედერაციამ მენეზეში დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა, ანუ ბრაზილიის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.
გვარდიოლა ახლაც საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრშია. თავიდან ის მოიაზრებოდა "ჩელსის" თავკაცად, თუმცა "ლურჯებს" სათავეში ბენიტესი ჩაუდგა.
ბრაზილიურმა მედიამ "ლანეცენეტმა" გამოაქვეყნა გვარდიოლას ციტატა: " მე ვისურვებდი ბრაზილიის ნაკრების გაწვრთნას და თქვენი სურვილის ასრულებას 2014-ში".
ასევე ითქვა, რომ გვარდიოლა დანი ალვეშს ბრაზილიაში შეხვდა და სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ გვარდიოლა შესაძლოა ნაკრების მწვრთნელი გახდეს. მათ შორის არის ბრაზილიაც.
ამასთან ბრაზილიის ფედერაციამ განაცხადა, რომ მთავარი მწვრთნელის ვინაობას იანვარში გამოაცხადებენ. მათ ჰყავთ 6-7 კანდიდატი, განიხილავენ სკოლარის დაბრუნებასაც.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]