და მაინც სად წავა პეპი?
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ამჟამად ნიუ იორკში ისვენებს, მაგრამ მისი თქმით ის შემდეგი სეზონიდან ფეხბურთს დაუბრუნდება მაგრამ სად და როგორ ეს ჯერ კიდევ უცნობია.
"ბარსელონა"
რა თქმა უნდა ყველა კულეს სურვილია პეპ დაბრუნდეს სახლში და გააგრძელოს ის შესანიშნავი გზა, რომელიც 4 წელი გრძელდებოდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ტიტო გუნდს შესანიშნავად ხელმძღვანელობს, გუნდს მხოლოდ ერთი მარცხი აქვს, ლა ლიგას კი დაუმარცხებლად აგრძელებს.
"მილანი"
რამდენიმე დღის წინ ბერლუსკონიმ თქვა: " რამდენიმე ინგლისური კლუბი ცდილობს მის გაფორმებას, ყველაზე აქტიური "მანჩესტერ სიტია". მის გაფორმებას ჩვენც შევეცდებით. ჩვენ გვჭირდება პეპი".
"მილანი" საკმაოდ მძიმე სიტუაციაშია. გუნდი ცხრილის შუა ნაწილში იმყოფება და მარცხი მარცხზე მოდის. ფაქტია ალეგრის თანამდებობა გუნდში მყარი არაა.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ამ გუნდს უკვე დიდი ხანია ალექს ფერგიუსონი წვრთნის. ის ჯერ არსად წავლას არ აპირებს და სავარაუდოდ მას არავინ შესთავაზებს მთავარ მწვრთნელობას. სერ ალექსი ჯერ კიდევ ფორმაშია.
"მანჩესტერ სიტი"
ყველაზე რეალური გუნდი, სადაც პეპი შესაძლოა წავიდეს ეს "მანჩესტერ სიტია". გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელები იმყოფებიან, სათავეში კი მათ ჰყავთ პრინციპული და არც თუ იე ძლიერი რობერტო მანჩინი. მას ახასიათებს უცნაური ცვლილებები მატჩის მიმდინარეობისას.
ბრაზილიის ან ესპანეთის ნაკრები
ესპანეთში მყარად აქვს ფეხი მოკიდებული ვისენტე დელ ბოსკეს. ის ჯერ არ აპირებს არსად წასვლას, ამიტომ პეპის ესპანეთის თავკაცად დაყენება ფანტაზიის ნაყოფია. ბრაზილიის მედია კი პეპს აქტიურად ითხოვს. მათ სურთ ესპანელი ნაკრების სათავეში იხილონ და ტექნიკური და ინდივიდუალური ფეხბურთელები ტაქტიკურად დააწყოს და გუნდი დაალაგოს.
ჯერ ჯერობით პეპი ისვენებს ამერიკაში და დროს საკუთარ ოჯახთან ატარებს, თუმცა მისი აგენტი ხშირად იღებს შემოთავაზებებს. ასევე ბევრია სპეკულაციები წინასწარ გაფორმებულ კონტრაქტზე. როგორც პეპის აგენტმა განაცხადა, პეპი რომელიმე გუნდის შემოთავაზებებს მხოლოდ ზაფხულიდან დაიწყებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]