ალვესს კვლავ კუნთის ტრავმა აქვს
"სიუტატ ვალენსიაზე" მატჩის მე–13 წუთი იყო, როდესაც დანი ალვესმა მარჯვენა ფეხზე ხელი მოიკიდა და მოედანზე დაწვა. რამდენიმე წუთის შემდეგ მან ადგილი მარტინ მონტოიას დაუთმო. პირველადმა კვლევამ აჩვენა, რომ ბრაზილიელ მცველს მარჯვენა ბარძაყის ორთავა კუნთის დაზიანება აქვს. ორშაბათს მას ბარსელონაში დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება, რომლის შემდეგაც ცნობილი გახდება ზუსტი თარიღი, თუ რამდენ ხანში დაუბრუნდება ის მოედანს.
კვირას ზუსტად 1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც დანი ალვესს ექიმებმა თამაშის უფლება დართეს მადრიდის "რეალთან" მიღებული მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმის შემდეგ. ახლა კი მოთამაშეს, რომელიც ნელ–ნელა საუკეთესო ფორმაში დგებოდა თავიდან მოუწევს მოედანს მიღმა დარჩენა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]