ოფიციალურად: ალვესი 15–20 დღეს იუქმებს
კლუბის სამედიცინო შტაბმა დაადასტურა, რომ დანი ალვესი 15–20 დღეს იუქმებს. ბრაზილიელმა ლატარელმა დღეს ბარსელონაში დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩიატარა, რამაც მარჯვენა ფეხუს ბარძაყის კუნთის დაჭიმვა დაადასტურა.
5 მატჩი ჰორიზონტზე
შემდეგ 20 დღეში "ბარსელონას" ელის თამაშები "ალავესთან", "ატლეტიკთან", "ბენფიკასთან", "ბეტისთან" და "ატლეტიკოსთან". 12 დეკემბერს გუნდს კიდევ ერთი თამაში დაემატება, თუკი სამეფო თასის დაპირისპირებაში "ალავესს" გასცდება.
მე–6 ტრავმირებული ფეხბურთელი
დანის ზუსტად ის ტრავმა აქვს, რომელიც მადრიდის "რეალთან" მატჩში მიიღო, თუმცა ამჯერად მარჯვენა ფეხზე. ამგვარად ალვესი "ბარსელონას" ლაზარეთში შეუერთდა მარკ ბარტრას, ალექსის სანჩესს, მარკ მუნიესას, დავიდ ვილისა, ისააკ კუენკას და ერიკ აბიდალს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]