"ბარსა რეგალი" სტუმრად "ვალენსიასთან" დამარცხდა (81–78)

"ბარსა რეგალი" სტუმრად "ვალენსიასთან" დამარცხდა (81–78)

 

"ბარსა რეგალი" შეხვედრის ბოლო წამამდე იბრძოდა გამარჯვებისთვის, თუმცა კატალონიელებმა ჩემპიონატში ზედიზედ მე–6 გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს. "ვალენსია ბასკეტი" შეხვედრის მეორე ტაიმში უფრო წარმატებული იყო.

 

"ბარსა რეგალი" 2009/10 სეზონის შემდეგ არ დამარცხებულა "ვალენსიასთან". გუშინდელ შეხვედრაში გუნდისთვის გამარჯვების მოტანას ცდილობდა ნავარო, რომელმაც ბოლო 5 წამში 2–ჯერ ისროლა 3 ქულიანი, თუმცა მისი მცდელობები წარუმატებელი გამოდგა. "ვალენსიასთან" სტუმრად გამარჯვება ყოველთვის რთულია და ეს ამ შეხვედრაში გამოჩნდა.

 

ხავიერ პასკუალი "ბარსელონას" მწვრთნელის თანამდებობაზე უკვე მე–5 სეზონია იმყოფება, გუშინდელი შეხვედრა კი ესპანეთის ჩემპიონატში მისთვის მე–200 იყო. შედეგები "ბარსელონას" დიდებული აქვს: 160 გამარჯვება და 40 მარცხი. გუნდი შეხვედრების 80 პროცენტში იმარჯვებს, რაც ჩემპიონატის ერთ–ერთი საუკეთესო შედეგია.

 

València Basket 81:78 Barça Regal

València Basket (13+28+25+15): San Miguel (3), Martínez, Keselj (5), Doellman (11), Lishchuk (2) -cinc inicial- Ribas (9), Dubljevic (19), Pietrus (4), Quinn (13) i Kelati (15).

Barça Regal (23+20+17+18): Huertas (21), Navarro (13), Mickeal (4), Lorbek (4), Tomic (14) -cinc inicial- Sada (4), Todorovic, Wallace (12), Ingles (2), Rabaseda i Nathan Jawai (4).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.