კასილიასი: "ჩვენ მხოლოდ "ბარსელონაზე" არ ვფიქრობთ"

კასილიასი: "ჩვენ მხოლოდ "ბარსელონაზე" არ ვფიქრობთ"

 

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, იკერ კასილიასმა განაცხადა, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" სერიოზულ მეტოქედ მიიჩნევს.

 

"ჩვენ მხოლოდ "ბარსელონაზე" არ ვფიქრობთ, არამედ მადრიდის "ატლეტიკოზეც". "რეალმა" ჩამორჩენა "ატლეტიკოსთან" რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეამციროს. დერბიში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ბოლო წლებში ფორტუნა ჩვენს მხარეს იყო და "ატლეტიკოსთან" მატჩებში არ დავმარცხებულვართ. ახლა კი ფრე ჩვენ არ გვაწყობს. ჩვენთვის მისაღება შედეგი მხოლოდ გამარჯვება იქნება" – განაცხადა იკერ კასილიასმა.

 

შეგახსენებთ, რომ ამჟამად პრიმერას სათავეში "ბარსელონა" იმყოფება. მას 3 ქულით ჩამორჩება მადრიდის "ატლეტიკო", ხოლო მესამე ადგილზე მყოფი მადრიდის "რეალი" ლიდერს 11 ქულით ჩამორჩება. 1 დეკემბერს "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდული დერბი გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.