სანჩესი და ბარტრა განცალკევებით ვარჯიშობენ
გუნდმა "ალავესის" (3:1) დამარცხების შემდეგ 12 საათში ვარჯიში გამართა. სესიაში ის ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მსუბუქად იტვირთებოდნენ, ხოლო 7 მოთამაშე, რომლებსაც გუშინ დასვენების საშუალება მიეცათ სრული დატვირვით ვარჯიშს შეუდგნენ.
"ბარსა ბ"–ს მოთამაშეები სესიაზე
გუშინდელ შეხვედრაში პირველი გოლის ავტორი, ადრიანო კორეია დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობას არ იღებდა. მას ვირუსი აქვს და კლუბის ექიმები პარასკევს შეამოწმებენ. ამავდროულად ალექსის სანჩესი და მარკ ბარტრა, რომლებიც კვლავ ტრავმირებულთა სიაში არიან თანაგუნდელებისგან განცალკევებით, მოედანზე ვარჯიშობდნენ. სესიაზე "ბარსა ბ"–ს მოთამაშეები იმყოფებოდნენ: ტელიო, იოერი, კვინტილა, ჟოან ანხელი და სერხი გომესი.
ფეხბურთელები ვარჯიშს ხვალ, დილის 11 საათზე დაუბრუნდებიან. ეს ბოლო სავარჯიშო სესია იქნება შაბათს, ბილბაოს "ატლეტიკთან" გასამართი შეხვედრის წინ, რომელიც თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
სურათები:
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 0 ]