მესი, ინიესტა და რონალდუ "ოქროს ბურთის" ფინალისტები
ლეო მესი და ანდრეს ინიესტა "ოქროს ბურთის" მოგების ფინალისტები არიან კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად. დაჯილდოვების ცერემონია 7 იანვარს, ციურიხში ჩატარდება, სადაც ასევე წლი საუკეთესო მწვრთნელს გამოავლენენ.
მესი: ზედიზედ მე–6 ფინალი
ლეო მესი ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ხვდებოდა "ოქროს ბურთის" მოგების 3 ფინალისტს შორის. 2007 წელს მან მესამე ადგილი დაიკავა, 2008 წელს მეორე, ხოლო ბოლო 3 წლის განმავლობაში ის "ოქროს ბურთის" მფლობელი ხდებოდა. 2012 წელს კი არგენტინელს საშუალება აქვს გერდ მიულერის რეკორდი დაამხოს და ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდსმენი გახდეს.
მეორედ ინიესტა
ლეო მესი ციურიხში მარტოდ არ იქნება. მას აკომპანირებას ანდრეს ინიესტა გაუწევს. 2010 წელს ანდრესმა მეორე ადგილი დაიკავა. მიმდინარე სეზონში ის ევროპის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
გვარდიოლა ასევე ფინალისტებშია
"ბარსელონას" საკუთარი კანდიდატი ეყოლება საუკეთესო მწვრთნელის ფინალისტებს შორის. გასულ სეზონში ესპანელმა სპეციალისტმა ევროპის სუპერთასის, ესპანეთის სეპერთასის და ესპანეთის სამეფო თასის მოგება მოახერხა. მასთან ერთად ამ ჯილდოსთვის ვისენტე დელ ბოსკე და ჟოზე მოურინიო იბრძოლებენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]