"ბარსელონა" პიანიჩს აკვირდება

"ბარსელონა" პიანიჩს აკვირდება

როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport იტყობინება კატალონიის "ბარსელონას" წარმომადგენლები იტალიური "რომას" ფეხბურთელს მირალემ პიანიჩს აკვირდებიან. იტყობინება იტალიური პრესა.

 

გასულ სეზონში პიანიჩი "ჯალოროსის" შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა სამწვრთნელო პოსტზე ცვლილებების შემდეგ და პოსტზე ზდენეკ ზემანის მოსვლის შემდეგ, მირალემმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. 

 

"ბარსელონას" სკაუტები კი ამბობენ, რომ ბოსნიელი უკანახაზელი ადვილად მოერგება "ბარსას" სათამაშო სტილს და იგი სწორედ ამ მოდელის ფეხბურთელია. 

 

"რომამ" პიანიჩი ფრანგული "ლიონისაგან" შეიძინა 11 მილიონ ევროდ, იტალიელები ფეხბურთელს 15 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებენ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.