რიბერი: "ჩვენ "ბარსელონას" და "რეალის" დამარცხება შეგვიძლია"
მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგმა ფეხბურთელმა, ფრანკ რიბერიმ განაცხადა, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ძალიან წინ წასვლა შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ რიბერი "ბაიერნის" რიგებში 2–ჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, თუმცა მიუნხენური გუნდი ორივე შეხვედრაში დამარცხდა.
"მე "ბაიერნის" რიგებში ვთამაშობ და ამ გუნდს არცერთი მეტოქის არ ეშინია. მიმდინარე სეზონში ჩვენ კვლავ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა. "ბაიერნს" ნებსმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, მათ შორის "ბარსელონას" და მადრიდის "რეალის" – განაცხადა საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]