მესი: "ჩვენ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა"
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მის გუნდს ძალუძს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბაიერნის" დამარცხება და ტურნირის დასკვნით სტადიაზე გასვლა.
"დიახ, ეს შესაძლებელია. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ამის გაკეთება. მინდა გითხრათ, რომ მთლიანად ჩვენი გასახდელიც სწორედ ამ აზრს იზიარებს." - განაცხადა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" - "ბაიერნის" განმეორებითი დაპირისპირება პირველ მაისს "კამპ ნოუზე" გაიმართება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]