"ბარსელონა" – "ატლეტიკი". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ
ადრიანო კორეია: "სეზონის ამ მონაკვეთისთვის ამდენი გოლი გატანილი არასდროს მქონდა. ძალიან მოხარული გოლების და გუნდის დახმარების გამო. ჩვენ შეხვედრის დასაწყისიდანვე სერიოზულად მოვეკიდეთ მეტოქეს, პირველი ტაიმი ფანტასტიკური იყო. ჩვენ მოგვწონს ისეთ გუნდებთან თამაში, რომლებიც ყრუ დაცვაში არ დგებიან და შეტევაში თამაშს ფიქრობენ. ეს უფრო ყურადღებით ყოფნას გაიძულებს და საუკეთესოდ თავის წარმოჩენისკენ მოგიწოდებს. მე ბევრი ვიშრომე, რათა ტრავმის შემდეგ სათანადო ფორმაში ჩავმდგარიყავი. მე ეს შევძელი და მწვრთნელმა ჩემი შრომა დაინახა. თამაში "ატლეტიკთან" ყოველთვის ფიზიკურად რთულია. ეს სეზონის ჩემს კარიერაში შეიძლება საუკეთესოა, თუმცა წინ დიდი გზა გვაქვს".
სესკ ფაბრეგასი: "ბასკებთან თამაში ყოველთვის რთული და მომთხოვნია. საკუთარი თამაშით სიამოვნებას ვიღებდით, რადგან "ატლეტიკი" საუკეთესო დონეზე თამაშს გაიძულებს. ჩვენ ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ახლა რა მოხდება მადრიდულ დერბიში მეორეხარისხოვანია".
ჟორდი ალბა: "ძალიან მოხარულები ვართ ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო სტარტის აღების გამო, მაგრამ დამთავრებული ჯერ არაფერია, ამიტომ შრომა უნდა გავაგრძელოთ. გუნდი გამარჯვებებით არასდროს იღლება. ეს გუნდის მიმართ პატივისცემას იმსახურებს. ჩვენ დიდებული პირველი ტაიმი ჩავატარეთ, საერთო ჯამში კი კარგი შეხვედრა იყო".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]