"ბარსელონა" – "ბენფიკა". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

"ბარსელონა" – "ბენფიკა". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

 

კარლეს პუიოლი: "მე არ მაინტერესებს ვინ იქნება ჩვენი შემდეგ მეტოქე. თქვენ იცით, რომ მე "მილანთან" თამაში მიყვარს, რადგან ვაფასებ ამ გუნდს. ნებისმიერ შემთხვევაში ლიგაში შემდეგ შეხვედრამდე დიდი დროა, ამიტომაც ყურადღება პრიმერას და თასის შეხვედრებზე უნდა გადავიტანოთ. ლეო არ მინახავს. ამჟამად ის ტესტებს გადის. ვიმედვნებ, რომ სერიოზული არაფერია. ერთადერთი რაც დავინახე იყო ის, რომ მეკარე მას დაეჯახა".

 

ტიაგო ალკანტარა: "მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა შემადგენლობით ვთამაშობდით მაინც გვსურდა მოგება. ჩვენ ისეთივე ამბიციურები ვიყავით, როგორც ყოველთვის. ცუდი სიახლე მესის დაზიანებაა. იმედია სერიოზული არაფერია. მე და ჩემი ძმა ვიმედოვნებდით, რომ ერთად თამაში მოგვიწევდა. ოჯახი ამით ძალიან ბედნიერია. ყველა ფეხბურთელი, რომელიც ფილიალიდან მოდის ძალიან მონდომებულია. თავს კარგად ვგრძნობ, ცოტათი დავიღალე. ნელ–ნელა სათამაშო რითმს ვუბრუნდები".

 

ხოსე მანუელ პინტო: "ლეოს ექიმები ამოწმებენ. მას გავესაუბრე და კარგ განწყობაზეა. "ბენფიკას" მეტი მომენტი ჰქონდა, თუმცა ჩვენ ძალიან გვსურდა გამარჯვება. ძალიან ბედნიერი ვარ თამაშის გამო. ვცდილობ ყოველთის მზად ვიყო, როცა მწვრთნელს დავჭირდები. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ შეგვხდება შემდეგ ეტაპზე, ეს რთული დუელი იქნება".

 

რაფინია ალკანტარა: "ტიაგოს ვუთხარი, რომ დღევანდელი დღე დაუვიწყარი იქნებოდა. ერთად თამაში ფანტასტიკური იყო. არ ვიცი მესი როგორ არის, ვიმედოვნებ მალე დაბრუნდება. ვიცოდით, რომ "ბენფიკას" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება სჭირდებოდა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებდნენ".

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.