პირველი უგოლო მატჩი ვილანოვას ერაში
– გუშინდელ შეხვედრამდე (0:0) "ბარსელონამ" გოლის გატანა მოახერხა პრიმერას 14 შეხვედრაში, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში და ესპანეთის სუპერთასის ორივე დაპირისპირებაში.
– ძმებმა ალკანტარებმა პირველ გუნდში 1 წლის შემდეგ კვლავ ერთად ითამაშეს. ბოლო მათ ერთად 2012 წლის 6 დეკემბერს ითამაშეს, როცა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში "ბარსა" შინ "ბატეს" უპირისპირდებოდა.
– კარლეს პლანასს ჩემპიონთა ლიგაში დებიუტი ჰქონდა მას შემდეგ, რაც 1 კვირის წინ სამეფო თასის შეხვედრაში მისი დებიუტი შედგა პირველ გუნდში.
– ძირითად შემადგენლობაში ტიტო ვილანოვამ "ბარსელონა ბ"–ს 4 მოთამაშე დააყენა: ტელიო, პლანასი, სერხი რობერტო და რაფინია.
– 2008/09 სეზონის შემდეგ მესი სათადარიგო სკამიდან 34–ჯერ ჩაერთო თამაშში.
– "ბარსელონას" ბურთის ფლობამ 62 პროცენტი შეადგინა.
– ტიაგომ შეხვედრაში ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემა გააკეთა: 93 გადაცემიდან 83 ზუსტი იყო.
– მიუხედავად იმისა, რომ გუშინ არ უთამაშია ჩავი ერნანდესი კვლავ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო მეპასეა. მას 663 ზუსტი გადაცემა აქვს გაკეთებული.
– დავიდ ვილიამ გუშინდელ შეხვედრაში ყველაზე მეტჯერ, 4–ჯერ დაარტა კარისკენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]