სალენკო: "მესი ჩემს რეკორდს ვერ დაამხობს"

სალენკო: "მესი ჩემს რეკორდს ვერ დაამხობს"

 

კიევის "დინამოს" ყოფილმა თავდამსხმელმა, ოლეგ სალენკომ "ბარსელონას" თავდამსხმელზე, ლეო მესიზე ისაუბრა, რომელმაც 2012 წელს 86 გოლის გატანა შეძლო.

 

"ეს მესის და "ბარსელონას" რეკორდია, სადაც მრავალწლიანმა შეთამაშებამ შედეგი გამოიღო. ვერ ვიტყვი, რომ 86 გოლი ფანტასტიკაა. ეს ნორმალურია იმის ფონზე, თუ რა თამაშს აჩვენებს ლეო. ის მიულერის მსგავსად მხოლოდ გოლებს არ იტანს, არამედ ატყუებს ნახევარ გუნდს. "ბარსელონა" ხსნის ზონებს, ხოლო მესი შესანიშნავი სისწრაფის და დრიბლინგის ხარჯზე შეიჭრება მეტოქის საჯარიმოში და ამწუხრებს მეტოქეებს.

 

ის კიდევ ბევრ რეკორდს დაამხობს. არ გამიკვირდება, თუკი მომავალ წელს ის 100 გოლს გაიტანს, გააჩნია რამდენ შეხვედრას გამართავს "ბარსელონა". აი ჩემს რეკორდს, მსოფლიო ჩემპიონატის ერთ შეხვედრაში 5 გატანილ გოლს ის ვერ დაამხობს. ყველაფრის მიუხედავად კლუბში და ნაკრებში მესი სხვადასხვა მოთამაშეა. ნაკრებში ის ამდენს ვერ იტანს, რადგან სუფთა გამთამაშებელს თამაშობს. ჩემი რეკორდის დამხობა გამოკვეთილ თავდამსხმელს შეუძლია, რომელიც ნაკრებში იდეალურად ითამაშებს. 2014 წლისთვის ვნახოთ, ვინ როგორ ფორმაში იქნება" – განაცხადა ოლეგ სალენკომ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.