დელ ბოსკე ვილიაზე საუბრობს

დელ ბოსკე ვილიაზე საუბრობს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა, ვისენტე დელ ბოსკემ, თავისი გუნდის ძირითად თავდამსხმელზე, დავიდ ვილიაზე ისაუბრა. იტყობინება ესპანური პრესა.

 

"ნამდვილად არ ვიცი რა ხდება ვილიას თავს. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არ ათამაშებენ "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში. "ბარსა" უამრავ თამაშს ატარებს. დიდი იმედი მაქვს, მას მეტი სათამაშო დრო მიეცემა. მთავარი კი ისაა, რომ ტრავმებისგან შორს დაიჭიროს თავი". დაასრულა დელ ბოსკემ.

 

შეგახსენებთ, რომ დელ ბოსკეს ფორმაციის ნაკრებში დავიდ ვილიამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო 2010 წელს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.