ვენგერი: "არამგონია "პსჟ" - გვარდიოლასა და მოურინიოსთვის შესაფერისი კლუბი იყოს"
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, კატალონიის "ბარსელონას" ექს-მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლასა და მადრიდის "რეალის" ამჟამინდელ მწვრთნელზე ჟოზე მოურინიოს მომავალთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოხატა. იტყობინება ესპანური პრესა.
სხვადასხვა პრესები და წყაროები "პსჟ"-ს მომავალ მწვრთნელად სწორედ ჟოზე მოურინიოს ან ხოსეპ გვარდიოლას მოიხსენიებენ. ამჟამად ფრანგულ კლუბს კარლო ანჩელოტი წვრთნის.
"მე ვფიქრობ, რომ "პსჟ" არ არის ხოსეპ გვარდიოლასთვის და მოურინიოსათვის შესაფერისი კლუბი. რაც შემეხება მე ფრანგულ კლუბს ჩემს მიმართ ინტერესი არასდროს არ გასჩენია. მე ამჟამად მხოლოდ "არსენალთან" მაკავშირებს ყველაფერი, რადგან კიდევ მაკავშირებს კონტრაქტი კლუბთან." - დაასრულა ვენგერმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]