მოურინიო: "გვარდიოლას პრესის მხარდაჭერა აქვს"

მოურინიო: "გვარდიოლას პრესის მხარდაჭერა აქვს"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ხოსეპ გვარდიოლასთვის გაცილებით მარტივია "ბარსელონაში" მუშაობა, ვიდრე თავად მოურინიოსთვის "რეალში". მან თავისი მოსაზრება შემდეგი არგუმენტებით გაამყარა:

"ის მუშაობს იმ ქალაქში, რომელშიც დაიბადა. მას მხარს ადგილობრივი პრესა უჭერს. მის განკარგულებაში არიან ფეხბურთელები, რომლებმაც "ბარსელონას" სკოლა გაიარეს და შესანიშნავად იცნობენ კლუბის ფილოსოფიას. ამ მხრივ სხვა ვერცერთი კლუბი ვერ შეედრება "ბარსელონას"." – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლასა და მოურინიოს კლუბებს შორის სატურნირო ცხრილში სხვაობა 5 ქულას შეადგენს. აღნიშნულ მწვრთნელებს შორის პირველი დუელი ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში 2010 წლის 29 ნოემბერს გაიმართა. მაშინ კატალონიელებმა მადრიდელებს "კამპ ნოუზე" უმასპინძლეს და გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 დაამარცხეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.