დეკუ: "ბარსელონა" სამუდამოდ ჩემს გულში დარჩება"

დეკუ: "ბარსელონა" სამუდამოდ ჩემს გულში დარჩება"

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი დეკუ, რომელიც ამჟამად "ფლუმიენსეს" ღირსებას იცავს ამბობს, რომ მისი გულიდან "ბარსელონა" არასდროს არ წაიშლება. იტყობინება, ესპანური პრესა.

 

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი "ბარსელონას" რიგებში 2004-2008 წლებში გამოდიოდა. 

 

"მე უბრალოდ ბედნიერი ვიყავი "ბარსელონაში". მე ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვოცნებობდი ამ კლუბში თამაშზე და მათთან ერთად არაერთი ტიტულისათვის ბრძოლაში. "ბარსელონა" სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში." - განაცხადა დეკუმ. 

 

ამის გარდა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ "ბარსელონა" დღესდღეობით ახლოს არის გახდეს საუკეთესო გუნდი კლუბის ისტორიაში. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.