პუიოლი: "თამაში მსურს, თუმცა მგზავრი არ ვიქნები"
კარლეს პუიოლმა დღეს მედიასთან ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ მისი სურვილი 40 წლამდე თამაშია, თუ ის ფიზიკურად თავს კარგად იგრძნობს: "მე მსურს თამაში, თუმცა გამვლელი არ ვიქნები. იმ დროს, როცა თავს კარგად ვერ ვიგრძნობ თამაშს შევწყვეტ, მიუხედავად კონტრაქტისა". პუიოლმა ასევე კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებებზე ისაუბრა, რომელის იდაყვის ტრავმის გამო გადაიდო: "მე კონცენტრირებული ვიყავი ფორმის აღდგენაზე. ეს რთული დრო იყო, თუმცა ამ გამოცდილებაზე სწავლობ და ეს გაძლიერებს. ახლა თავს კარგად ვგრძნობ. მე სიამოვნება მივიღე "ატლეტიკოსთან" მატჩში. იმ დროს, როცა მე სიამოვნებას ვეღარ მივიღებ თამაშს შევწყვეტ".
გაფრთხილება ლიდერობაზე
მადრიდის "ატლეტიკოსთან" 9 და მადრიდის "რეალთან" 13 ქულიანი უპირატესობის შესახებ პუიოლმა განაცხადა, რომ გუნდი კომფორტულ სიტუაციაშია, თუმცა "ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯერ არაფერი მოგვიგია. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, თუმცა ძალიან დარწმუნებულები არ უნდა ვიყოთ. თუკი მოვდუნდებით, მაშინ ცუდი შედეგები გვექნება. ეს გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე გუნდია".
პუიოლმა ასევე გამორიცხა ის, რომ მადრიდის "რეალი" საჩემპიონო ბრძოლიდან გამოეთიშა: "თუკი არის გუნდი, რომელიც არასდროს ნებდება ეს მადრიდის "რეალია". მათ ეს უკვე ბევრჯერ აჩვენეს".
"ბუსკეტსი მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია"
კვირას ერთ–ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა სერხიო ბუსკეტსმა, რომლის შესახებაც პუიოლმა ისაუბრა: "ის მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია. ის ჩვენი გუნდის საციცოხლო მნიშვნელობის მოთამაშეა. ის შეიძლება ყოველთვის არ ჩანს, თუმცა ის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ის ძალიან ჭკვიანურად მოქმედებს შეტევაში და დაცვაში".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]