სანდრო როსელი: "ტიტო ძლიერია, ძალიან ძლიერია"
პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა და სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ პრეს–კონფერენცია გამართეს, სადაც მხარდაჭერა გამოუცხადეს ტიტო ვილანოვას და მის ოჯახს.
"ტიტო ძლიერია, ძალიან ძლიერია"
"ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ტიტო გამოჯანმრთელდება და მას აქვს საჭირო სიმშვიდე და გამოცდილება ამ პროცესის დაძლევის. ტიტო ძლიერია, ძალიან ძლიერია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ის ძალიან მალე დაგვიბრუნდება" – განაცხაადა როსელმა "სიუტატ ესპორტივაზე" გამართულ პრეს–კონფერენციაზე. დარბაზში იმყოფებოდნენ გუნდის კაპიტნები, კარლეს პუიოლი, ჩავი ერნანდესი, ვიქტორ ვალდესი და ანდრეს ინიესტა. კლუბის ვიცე–პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ, ასევე დირექტორები, ჟორდი მოიქსი და მანელ აროიო.
როსელმა დაამატა: "მისი სახის დანახვა გამიხარდა. ის ძლიერად გამოიყურება. მას ძალიან ძლიერი მენტალიტეტი აქვს. ის წუხს მეუღლეზე, შვილებზე და მშობლებზე".
მადლობელია მხარდაჭერისთვის
სანდრო როსელმა ყველას დიდი მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. პრეზიდენტმა ასევე ახსნა, თუ რატომ არ აცნობა საზოგადოებას კლუბმა ამ ამბის შესახებ ოთხშაბათამდე: "ჩვენ ეს ინფორმაცია სამშაბათს შევიტყვეთ, თუმცა ოთხშაბათამდე ზუსტი დიაგნოზი არ ვიცოდით. ჩვენ გვსურდა მანამდე დაცდა, სანამ ტიტო თავად აგვისხნიდა ყველაფერს".
გუნდში არსებულ სიტუაციაზე როსელმა განაცხადა: "ჩვენ ძლიერი და გაერთიანებული გუნდი ვართ. ჩვენ ნებისმიერი სიტუაციის დაძლევა შეგვიძლია".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]