ფეხბურთელების შეფასებები ნახევარი სეზონის მიხედვით
ქულები იწერება მოთამაშეების პოზიციების მიხედვით. მაგალითად, თუკი მარტინ მონტოიას დაეწერება 6 ქულა, ეს იქნება დანი ალვესის თამაშთან შედარებით. ასევე იქნება ნახევარდაცვაში და შეტევაში. მიუხედავად ამისა ყველა ქულა ასეთი შედარებით ვერ დაიწერება, როგორ შეიძლება ტელიოს, ვილიას და სანჩესის ლეო მესისთან შედარება? თუკი ლეოს 9.5 ქულას დავუწერთ, მაშინ მათ 2.5 ქულა დავუწეროთ? ზოგიერთებს 0.5 ქულა დაემატებათ ადაპტაციის ან სხვა ფაქტორების გამო (ახალწვეულები "ბარსა ბ"–დან).
ვიქტორ ვალდესი – 6.5

ვიქტორ ვალდესმა პრაქტიკულად მარტოდ წააგო ესპანეთის სუპერთასი, ასევე მარტოდ კინაღამ წაგვაგებინა პრიმერას რამდენიმე შეხვედრა და ასევე მოგვაპოვებინა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა ("გრანადასთან" სახლში გახსოვთ?). მოკლედ, როგორც ყოველთვის. ეს ვიქტორ ვალდესია! პრინციპში შეფასება 6.0 უნდა ყოფილიყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გუნდი ლიგის ჯგუფიდან გავიდა და მოიგო შეხვედრების 97% მასზე 0.5 ქულის მომატება შეიძლება.
ხოსე მანუელ პინტო – 6.5

ხოსე მანუელ პინტომ სულ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ამ მატჩებში 1 გოლი გაუშვა. დიახ, თასის პირველი შეხვედრების მატჩში მეტოქე ძალიან სუსტი იყო, თუმცა "კორდობასთან" და "ბენფიკასთან" მან ძალიან კარგი სამუშაო ჩაატარა და კარი მშრალად შეინახა. ამ შეხვედრებით მას აშკარად მიეცა იმის უფლება, რომ კიდევ 1 წელი იყო მსოფლიოს საუკეთესო გუნდის მეორე მეკარე. უფრო მაღალი ქულის დაწერის საშუალებას ჩატარებული მატჩების რაოდენობა არ გვაძლევს, ისე კი პინტომ კარგ "რვიანზე" ითამაშა, რაც მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების დონეს შეესაბამება.
დანი ალვესი – 5.5

ადამიანი, რომელიც 5 წლის განმავლობაში მსოფლიოს 2 საუკეთესო მარჯვენა მცველში მოიაზრებოდა დუგლას მაიკონთან ერთად როგორც ჩანს ქრება. ყველაფერი მის წინააღმდეგ მოქმედებს, განსაკუთრებით ტრავმები. მიკრო ტრავმების მიღებამდეც მისი თამაში გაცილებით უფერული იყო წინა სეზონებთან შედარებით. ძალიან ცოტა პროდუქტიული მუშაობა, აღარ არის გიჟური გარბენები და უკვე მესიც თავისუფლად კომბინირებს ბრაზილიელი პარტნიორის გარეშე. სამართლიანობა მოითხოვს თქმას, რომ ამჟამად მას ადრიანო ჩაგრავს და მცირედითაც ვერ ჯობნის ახალგაზრდა მარტინ მონტოიას. გვსურს, რომ ის ძველ დონეზე დაბრუნდეს, თუმცა ყოველი მატჩის შემდეგ იმედი ქრება. რაც არ უნდა ცუდი მოსასმენი იყო, მისი წასვლის დროა. მომავალს დანიელში როგორც ჩანს ტიტო ვეღარ ხედავს. მომავალი "ბარსელონაში" სხვებს უკავიათ. ასე იქნება უკეთესი კლუბისთვის და ფეხბურთელისთვის, მონტოიას გაზრდა. სეზონის ბოლოს ვნახოთ, ბოლო თამაშში პრინციპში ნორმალურად ითამაშა.
მარტინ მონტოია – 6.5

მარტინ მონტოია ყოველ ჯერზე უკეთ და უკეთ თამაშობს. გასულ სეზონში, როცა ის "ბატესთან" თამაშობდა ის ძალიან ჩვეულებრივი იყო. მისთვის შეფასება 6.5 გამოწვეულია ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებთან შედარებით. ეს მისთვის გუნდში პირველი სეზონია, ამიტომაც გაბედულად შეიძლებოდა მისთვის 7.0 ან 7.5 ქულის დაწერა.
კარლეს პუიოლი – 6.5

კარლესი ბერდება. რაც არ უნდა საწყენი იყოს ეს ფაქტია, ის უკვე 34 წლისაა. მიუხედავად ამისა, როცა ის მოედანზე გუნდი სულ სხვაგვარად თამაშობს. ის გუნდის ლიდერია, მისი მთავარი სიმბოლოა, Respect.
მარკ ბარტრა – 6

ის, რომ ბარტრა ტალანტია ჩვეულებრივი თვალითაც ჩანს. მაღალი, სწრაფი, პოზიციას არჩევს კარგად, არ აკლია ლიდერის თვისებები. იმისთვის, რომ "ბარსელონას" ძირითადში ითამაშო ეს თვისებები უფრო ხშირად უნდა გამოავლინო. მარკი ჯერ–ჯერობით დარწმუნებული არ არის საკუთარ თავში. ის მხოლოდ 21 წლისაა, მცველისთვის ეს არაფერია. იმედია მომავალ თამაშებში ის უფრო თავდაჯერებული იქნება, ხოლო შემდეგ სეზონში და პრე–სეზონში მან ტიტოს უნდა დაუმტკიცოს, რომ გუნდს არ ჭირდება ჰუმელსი და ტიაგო სილვა. გუნდს ჭირდება მარკ ბარტრა! 6.0 ეს ავანსია, ჯერ–ჯერობით შესაძლებლობებთან შედარებით ნაკლებ დონეზე თამაშობს.
ხავიერ მასკერანო – 6.5
ამ სეზონში ხავიერი ისეთი აღარაა. აღარ არის რკინის ჩაჭიდება, საკმაოდ რეგულარულად ცდება, თუმცა გააუმჯობესა გრძელი გადაცემები. ახლა ის პიკეზე უკეთ არ გამოიყურება, როგორც გასულ სეზონში, ამიტომაც მისი ქულა პიკენბაუერის ქულაზე მაღალი ვერ იქნება. სოლიდური 6.5 ქულა კლასის ხარჯზე.
ხერარდ პიკე – 6.5

პიკენბაუერი როგორც ყოველთვის გამოუცნობია. ზოგჯერ ის მეტოქეს თავისუფლად აძლევს ვალდესის კარში დარტყმის საშუალებას, ზოგჯერ კი ლეოს სტილში ანადგურებს მეტოქე გუნდის დაცვას. როცა გუნდი ცენტრალური მცველების გარეშე თამაშობდა და ის დაბრუნდა გამოჩნდა, თუ რას ნიშნავს ის გუნდისთვის. მაშინვე გამოჩნდა დაცვის ხაზში წესრიგი. ბოლო მატჩებში ეს არ შეიმჩნევა, თუმცა ალბათ მივეჩვიეთ. მალე მის ოჯახშიც მატება იქნება და ისიც საბოლოოდ უნდა დაკაცდეს.
ჟორდი ალბა – 7

"მფრინავი კატალონიელი". ალბა შესანიშნავია, მსუბუქია და პეპელასავით დაფარფატებს, მაგრამ ბზიკივით იკბინება. გაიტანა 3 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. გუნდში კარგად ჩაეწერა და ევროპის ჩემპიონატთან შედარებით ცუდად არ თამაშობს. ერთადერთი, რაც სანერვიულოა ხშირად კარგავს პოზიციას, თუმცა ის ჯერ 23 წლისაა. ასაკთან ერთად ეს ნაკლი გაქრება. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ის ძირითადის მოთამაშეა.
ადრიანო კორეია – 8

ადრიანოს პროგრესი ფენომენალურია. ტრავმის მიღების შემდეგ, რის გამოც მას 3 კვირა გაუცდა 6 გოლის გატანა შეძლო. პრიმერაში 5 გოლი აქვს, უფრო მეტი ვიდრე ბენზემას. გუნდის საუკეთესო მცველი ამჟამად ისაა. ადრიანო დაცვის ორივე ფლანგზე თამაშობს, თუმცა ამას გარდა დაცვის ცენტრშიც ითამაშა, თანაც მადრიდის "რეალთან". დიახ, ის არ იყო გაუვალი კედელი, თუმცა კარგად თამაშობდა. გოლები მარცხნიდანაც გაიტანა და მარჯვნიდანაც. შესანიშნავი სეზონი, შესანიშნავი მოთამაშე, მაღალი ქულა.
სერხიო ბუსკეტსი – 7.5

მიმდინარე სეზონში ბუსკეტსი კიდევ უკეთ გამოიყურება. როცა ჩამშლელ ნახევარმცველად ალექს სონგი თამაშობს ფიქრობ, რომ უკეთ ამ ზონაში ვერ ითამაშებ, ხოლო როცა ბუსკეტსი მოედანზეა ფიქრობ, რომ უბრალოდ უკეთ თამაში შეუძლებელია. ყველაფერს ჭამს, ყველაფერი ხელში უჭირავს, გუნდს დიროჟორობს ჩავის სტილში და დაიწყო გრძელი გადაცემების გაკეთება. ის ჯერ კიდევ 24 წლისაა, რა იქნება 30 წლის ასაკში? ჩვენ კიდევ 6 წელი გვაქვს წინ, რათა ამას ვუყუროთ. საერთოდ კი დღეს ის მსოფლიოს საუკეთესო ჩამშლელი ნახევარმცველია, ჩაბი ალონსოსაც კი ჯობია.
ალექს სონგი – 7

ალექს სონგის მოსვლას ბევრი ლაპარაკი მოყვა. ზოგი ამბობდა, რომ გუნდს კიდევ ერთი ნახევარმცველი არ ჭირდებოდა, მცველი ეყიდათ. თუმცა სონგმა კრიტიკოსები გააჩუმა. რაც უფრო მეტჯერ გადის ის მოედანზე, უფრო უკეთ ერგება "ტიკი–ტაკას" სისტემას. ის ნამდვილად აძლიერებს გუნდს და ახლა "ბარსელონაში" ორი შესანიშნავი ჩამშლელი ნახევარმცველია, რომლებსაც ერთადაც თამაში შეუძლიათ. მას ეკუთვნოდა 7.5 ქულა, თუმცა მატჩების მცირე რაოდენობაში აქვს მონაწილეობა მიღებული, Welcome to Barcelona, Alexandre.
ჩავი ერნანდესი – 7.5

როცა "ბარსელონას" თამაშს უყურებ ფიქრობ, რომ მაესტრომ მოუკლო, თუმცა ეს ასე არ არის. ახლა ის უფრო ელეგანტურად თამაშობს, ის სხვა სტილში დირიჟორობს გუნდს. მას უჭირავს თამაში, რითმი და აკონტროლებს თანაგუნდელებს მოედანზე. თუკი მოუმატა ფაბრეგასმა, გაიბრწყინა ინიესტამ და მესი ყველა შეხვედრაში 2 გოლს იტანს სად ეჩქარება მას? მან უნდა უდირიჟოროს გუნდს. ოდესღაც მის კონცერტს უნდა დავესწრო...
ანდრეს ინიესტა – 8

მე ვფიქრობ, რომ მისი თამაშის სიტყვებით ასახვა რთულია, ის უნდა ნახო. ის ბრწყინვალედ აკონტროლებს ბურთს, 9 საგოლე გადაცემაა მის ანგარიშზე, თანაც მნიშვნელოვან შეხვედრებში. რთულ შეხვედრებში ის გუნდის ლიდერია. ჩემი აზრით "ოქროს ბურთს" ის და ლეო მესი თანაბრად იმსახურებენ. უფრო ხშირად რომ იტანდეს უფრო ძლიერი იქნება.
სესკ ფაბრეგასი – 7.5

მეორე სეზონში ადაპატიცია სრულად გაიარა და ძალიან კარგად თამაშობს. ინიესტასთან ერთად პრიმერაში საგოლე გადაცემებში ლიდერია და ინიესტა–სესკი–მესის ტრიო იკვრება. როცა ყველა მათგანი მწყობრშია ანდრესი მარცხნივ თამაშობს, სესკი ცენტრში, ხოლო ლეო გამოკვეთილად წინ. ამ დროს გუნდის თამაში შესამჩნევად უმჯობესდება, Welcome home, Francesk!
ტიაგო ალკანტარა – 6

როცა ამბობენ, რომ "ბარსელონას" ისეთივე მომავალი არ ექნება, როგორიც ახლა არ ვეთანხმები. ყველა აღიარებდა ჩავის პეპის წასვლამდე? არა. იყო ინიესტა? არა. ანდრესი მაშინ ახალგაზრდა იყო, თუმცა ჩავი 27 წლის იყო. საქმე ისაა, რომ ნახევარდაცვის მოთამაშეები ზუსტად ამ ასაკში იხსნებიან ბოლომდე. ახლა არის ხავიესტა, დაემატა ბუსკეტსი. ასე რომ მომავალში დაემატება ტიაგო, მხოლოდ ტრავმებმა არ უნდა შეუშალოს ხელი. კითხვა პრაქტიკულად დახურულია. მას 21 წლის ასაკში საკუთარი სტილი აქვს. ის სავარაუდოდ ევროპის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იქნება. იყო ინიესტა ტიაგოს ასაკში ისეთივე ძლიერი? არა, მან გაბრწყინება 24 წლის ასაკში დაიწყო. ასე რომ დაველოდოთ კიდევ ერთი ტალანტის გაზრდას. არც ისე მაღალი ქულა ტრავმიანობის ბრალია.
ლეო მესი – 9.5

საჭიროა კომენტარები? პრიმერას 17 ტურში 26 გოლი, 2012 წელს 91 გოლი. ის "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. და სულ რაღაც 25 წლის ასაკში. რატომ 9.5 და არა 10 და 11 ქულა? იმიტომ, რომ ცუდად თამაშობს. ხუმრობა...
ალექსის სანჩესი – 6

მისი თამაშით, მოძრაობით, სურვილით ჩილელი 7 ქულაზე თამაშობს, თუმცა 1 გოლი 20 შეხვედრაში თავის საქმეს აკეთებს. ბევრმა დაიწყო ჩილელის ჩამოწერა... მაგრამ დააკვირდით როცა ალექსის სანჩესი თამაშობს რა ხშირად რჩება ლეო მესი მეტოქის საჯარიმოსთან პირისპირ??? იმ შეხვედრებში, სადაც "ბზრიალა" არ თამაშობს ასეთი მოვლენები იშვიათობაა. ეს სანჩესია, როცა ის მირბის 3 ფეხბურთელი უკან მისდევს, მას სამიზნის გასწორება და საკუთარ თავზე თამაშის აღება სჭირდება და ჩვენ გენიალურ მოთამაშეს მივიღებთ. სამწუხაროა, რომ ჯერ ვერ ათამაშდა, თუმცა ეს მისი ბრალია. წაიღე ბურთი, გაიქეცი, შენ ხომ ასეთი ძლიერი ხარ... ამჟამად 6 ქულა, სეზონის ბოლოს 7 ქულას ველით.
დავიდ ვილია – 6.5

რაც არ უნდა სამწუხარო იყო, როგორც ჩანს "ბარსელონასთვის" დავიდ ვილია გაქრა. რა თქმა უნდა, მას შეუძლია თამაში და გოლების გატანა, მაგრამ ის "ძველი ვილია" აღარ არის. თუკი ის გოლს იტანს, მაშინ შეხვედრა კარგად ფასდება, თუ გოლი ვერ გააქვს კვლავ ჩაგდებულ შეხვედრაზე იწყება საუბრები. რატომ? მან ფიზიკური კონდიციები დაკარგა და მარცხენა ფლანგზე ისე ვეღარ მოქმედებს, როგორც ადრე. ამის გამო ის უფრო ხშირად სათადარიგო სკამზე რჩება. "ბარსელონაში" მან საკუთარი ისტორია დაწერა, დუბლი "რეალის" კარში, დუბლი "თუთიყუშებს", გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში და გულშემატკივრების უდიდესი სიმპატია – ასეთად დაგვამახსოვრდა დავიდ ვილია. რატომ ასეთი შეფასება, თუკი ის ძველებურად ვერ თამაშობს? კლასი და გამოცდილება არსად წასულა, მხოლოდ "სევილიას" კარში 94–ე წუთზე გატანილი გოლის რას ნიშნავდა...
კრისტიანი ტელიო – 6.5
თავად ტელიოში პრობლემა არ არის, პრობლემა მის კონკურენტებშია. ვილია, პედრო, სანჩესი და ინიესტა, რომელიც სესკის მწყობრში ყოფნის დროს მარცხნივ თამაშობს. როცა მოედანზე შედის, თამაშს ყოველთვის ამწვავებს. ის შესამჩნევად გაიზარდა, უფრო მეტად თანაგუნდელებზე თამაშობს, მას შესანიშნავი დარტყმა აქვს, რომელსაც ეფექტურად იყენებს. ის 7 ქულაზე თამაშობდა, თუმცა სათამაშო დროის სიმცირის გამო 6.5 ქულა მას.
პედრო როდრიგესი – 7
პედრო აქ, პედრო იქ, პედრო ყველგან. ყველაფერი ეს წარსულში, ტიტო ვილანოვამ ახლა ის მარჯვენა ფლანგზე გაამწესა. რატომ სხვა თავდამსხმელებზე მაღალი შეფასება? რადგან ის ყოველთვის კარგად თამაშობს. შეიძლება უმაღლესს დონეზე არა, მაგრამ კარგად თამაშობს. პედრო გასული წლის განმავლობაში, როცა მოედანს მიღმა იყო ძალიან გაიზარდა. ის შეიცვალა, სხვა გახდა. აღარ ცდილობს გოლის გატანის გამო სურათის გაფუჭებას. როდესაც გოლების გატანას დაიწყებს, მაშინ გუნდის სიმბოლო გახდება, ამისთვის დრო და მოთმინებაა საჭირო.
P.S. ესეც ჩემი 3000 სიახლე ბარსამანიაზე
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]