დელ ბოსკე: "ვიმედოვნებ, რომ "ოქროს ბურთი" ინიესტას ხვდება წილად"

დელ ბოსკე: "ვიმედოვნებ, რომ "ოქროს ბურთი" ინიესტას ხვდება წილად"

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 62 წლის ვისენტე დელ ბოსკე იმედოვნებს, რომ 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ანდრეს ინიესტას ხვდება წილად. იტყობინება, ესპანური პრესა.

"ვიმედოვნებ, რომ "ოქროს ბურთს" ინიესტა მოიგებს. ვფიქრობ, რომ ის ძალიან ბევრ ხმას მიიღებს." - თქვა დელ ბოსკემ.

გამარჯვებულთა ვინაობა, 2013 წლის 7 იანვარს გახდება ცნობილი შვეიცარიაში, ციურიხში. შეგახსენებთ, რომ საუკეთესოს ტიტულისათვის ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა და კრიშტიანუ რონალდუ იბრძოლებენ. ხმებს კი საკუთარ რჩეულებს, მთავარი მწვრთნელები, ეროვნული გუნდის კაპიტნები და სპორტული ჟურნალისტები მისცემენ. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.