ვალდესი წყვეტს ბრძოლას “ზამორასთვის”
ვიქტორ ვალდესი წელს საკუთარ კარში საშუალოდ 0.89 გოლს უშვებს, ხოლო მისი მდევარი ზამორას ტიტულის მოპოვებისთვის ბრძოლაში პალოპი – 0.97 -ს.
სამუელ ეტო’ოს მსგავსად პირადი ტიტულებისთვის ბრძოლაში იყო ჩართული ვიქტორ ვალდესიც. მან ტიტული ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები გოლის გაშვებაში ერთხელ უკვე მიიღო – ფრანკ რაიკაარდის მწვრთნელობის პერიოდში 2004-2005 წლების სეზონში.
იმის გამო რომ ვიქტორ ვალდესი პრიმერაში დარჩენილ შეხვედრებს მალიორკასთან, ოსასუნასთან და დეპორტივოსთან არ ითამაშებს, მას ეს ტიტული უკვე მოგებულად შეიძლება ჩაეთვალოს, რადგან მისი კონკურენტი ზამორასთვის ბრძოლაში სევილიას მეკარე პალოპი საშუალოდ მატჩში 0.08 გოლით მეტს უშვებს მასზე. ვიქტორ ვალდესის საშუალო მაჩვენებელი გოლების გაშვებაში ყველაზე დაბალია და იგი ერთ-ერთი იქნება იმ ფეხბურთელებიდან ვინც წელს პირად ტიტულებს მოიგებს.
წყარო www.sport.es
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]