გვარდიოლა: "შემდეგ სეზონში დავბრუნდები"
"ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ციურიხში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ მზადაა მომავალ სეზონში სამწვრთნელო სამუშაოზე დასაბრუნებლად, თუმცა სად იმუშავებს ჯერ არ იცის.
"შემდეგ სეზონში სამუშაოს დავუბრუნდები, თუმცა ჯერ არ ვიცი სად ვიმუშავებ. ბრაზილიაში ფიქრობდნენ, რომ მათი ნაკრები შეიძლება ჩამებარებინა? ეს დიდი პატივია, თუმცა მიმაჩნია, რომ ეროვნულ ნაკრებს საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელი უნდა წვრთნიდეს. "ბაიერნი"? ამ გუნდზე საუბარი არაეთიკური იქნება, რადგან გერმანელებს მწვრთნელი ჰყავთ. მე ვაგრძელებს "ბარსელონას" შეხვედრების ყურებას და ეს ნამდვილი შოუა. ისინი კვლავ შესანიშნავად თამაშობენ, უფრო უკეთაც, ვიდრე მე იქ ვიყავი. მე მომწონს მათი თამაშის ყურება, როგორც უბრალო გულშემატკივარს" – აღნიშნა გვარდიოლამ.
სურათები:
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 0 ]