პიკე: "გვსურს მესის ფეხბურთით მომავალშიც ვისიამოვნოთ"
კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა მცველმა, ჟერარდ პიკემ კმაყოფილება გამოხატა იმაზე, რომ გუნდის არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეოთხედ დასახელდა. იტყობინება, ესპანური პრესა.
"ჩვენ დიდი სიხარულით ვულოცავთ მესის მის მეოთხე "ოქროს ბურთს". აქ ჩვენ ვაკეთებთ დასკვნებს თუ როგორ გუნდში ვთამაშობთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ბარსელონა" ჩვენი ფეხბურთელებით შესანიშნავად წარსდგა. მეტი აღარფრის თქმა არ შეიძლება, ასეთი მომენტებით ბოლომდე უნდა ვისიამოვნოთ, ფეხბურთის თამაშისას. ვიმედოვნებთ, რომ კიდევ ბევრ ტიტულს მოვიგებთ და ვისიამოვნებთ მესის თამაშით მისი კარიერის დასასრულამდე. ვფიქრობ, რომ ლეოს ყველა წინაპირობა აქვს იმისათვის, რათა ასეთი პატივი ხვდეს წილად." - განაცხადა პიკემ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]