აპლოდისმენტები გამარჯვებულებს
გუშინდელი ემოციური დღის შემდეგ ლეო მესი გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა. 2012 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი ღებულობდა მილოცვებს თანაგუნდელებისგან. მოთამაშეებმა ასევე იმ ფეხბურთელებს მიულოცეს, რომლებიც წლის გუნდში მოხვდნენ.
კუენკა გუნდთან ერთად
ტიტო ვილანოვა სამეფო თასის მოსამზადებელ მეორე ვარჯიშს ხელმძღვანელობდა. მის განკარგულებაში პირველი გუნდის მწყობრში მწყოფი ყველა მოთამაშე და სერხი რობერტო იმყოფებოდა. დღეს თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა ისააკ კუენკა, ხოლო ადრიანო კორეია განცალკევებით იტვირთებოდა. გუშინდელ ვარჯიშზე დაზიანება მეკარეების მწვრთნელმა, ხოსე რამონ ლა ფუენტემ მიიღო, ამიტომ დღეს მას "ბარსა ბ"–ს მეკარეების მწვრთნელი, კარლეს ბუსკეტსი ცვლიდა.
სურათები:
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 0 ]